Friday, October 16, 2009

1.პროექტის სახელი: ქველმოქმედება- „რასაცა გასცემ შენია

2.მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები განმარტავენ თუ რა არის ქველმოქმედება, მოიძიებენ ინფორმაციას საქველმოქმედო ორგანიზაციების შესახებ როგორც უცხოეთში (როგორიცაა-წითელი ჯვარი, სამარიტანელები და სხვ.) ასევე საქართველოში(მაგ: კათარზისი). აგრეთვე შეაგროვებენ ინფორმაციას ქველმოქმედი ადამიანების შესახებ.

3.პროექტის სრული აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ინფორმირებას საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და ქველმოქმედი ადამიანების შესახებ. პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ბიბლიოთეკისა და ისტ-ს ტექნოლოგიების დახმარებით.(როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე) პასუხობენ შემდეგ კითხვებს:

რა არის ქველმოქმედება?

რომელი საქველმოქმედო ორგანიზაცია დაარსდა პირველად?

რომელი საქველმოქმედო ორგანიზაციები არსებობს საქართველოში და მის გარეთ?

რომელ ქველმოქმედ ადამიანებს იცნობთ მსოფლიოს ფარგლებში?

მეორე ეტაპზე მოხდება მოძიებული მასალის წარდგენა. ( თემების, პოსტერების, ფილმების და სურათების სახით)

მესამე ეტაპზე მოსწავლეები იღებენ ინტერვიუებს, შექმნიან შეგროვილი ფოტო მასალის ინტერნეტ ვერსიას, ამზადებენ ბუკლეტებს, აწყობენ გამოფენა-გაყიდვას, მოიძიებენ რესურსებს რათა გაემართონ საქველმოქმედო მსვლელობაში მწვერვალ შხარაზე(რომელიც გახლავთ დაფინანსებული). მოძიებული თანხებით მოსწავლეები ეხმარებიან ობოლთა თავშესაფარს.

4.მონაწილეთა ასაკი: 13-17 წელი

5.პროექტის შესრულების ვადა: ექვსი თვე.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, პლაკატებზე მუშაობა, ხელნაკეთი ნივთების შექმნა.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შედგება შემეცნებითი სახის საინტერესო პრეზენტაციები, ვებ-ბლოგი, ხელნაკეთი ნაკეთობები, საინტერესო ფოტო-მასალა. ობოლთა თავშესაფრისათვის დახმარების გაწევა.

8. სარგებელი სხვებისთვის: ობოლთა და შეჭირვებულთათვის დახმარების გაწევა და მდგომარეობის შემსუბუქება პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, აკადემიური მიზნების კვალდაკვალ. პროექტის მონაწილე ფიქრობს იმ კონკრეტულ სიკეთეზე, რომელიც მან შეიძლება გაუკეთოს სამიზნე ჯგუფს, რითაც გააუმჯობესებს, შეუმსუბუქებს მათ ყოფასა და მდგომარეობას. გზების ჩვენება თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ შეჭირვებულებს. ურთიერთთანამშრომლობა.

9.სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი რამოდენიმე საგნობრივ ჯგუფს მოიცავს: ქართული -დისკუსიებში მონაწილეობა, ინტერვიუს აღება, თემებისა და პრეზენტაციების მომზადება.

გეოგრაფია -სვანეთის მთები, მათი ადგილმდებარეობა.

ხელოვნება - გამოფენა-გაყიდვისათვის ხელნაკეთების შექმნა.

ინგლისური -ინფორმაციის უცხო ენაზე მოძიება, თარგმნა და დამუშავება.

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება- მასალის მოძიება, სლიდების გაკეთება, ბლოგის შექმნა. ფოტო მასალის ატვირთვა და სხვა.

პროექტის ფასილიტატორი: თამარ თაბუკაშვილი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tgtabukashvili@gmail.com

No comments:

Post a Comment